ConfidenceConfidence
ჩვენ შესახებ

Confidence არის მაღალი კლასის კონცეპტუალური რენოვაციის ჰაბი.

ჩვენ ვახორციელებთ სრულ სისტემურ რენოვაციას და ვქმნით ინტერიერს, რომელიც ადამიანების სტილისა და ბედისწერის ზუსტი ანარეკლია.

მიდგომა

ერთადერთი სრულფასოვანი რენოვაციის ჰაბი, რომელიც რენოვაციის დამკვიდრებულ ქაოსს პრაგმატულ წესრიგად და მარტივ, კომფორტულ გადაწყვეტილებებად გარდაქმნის.

ჩვენ ვახორციელებთ სრულ სისტემურ რენოვაციას: ინტერიერის დიზაინის პროექტირებას, სარემონტო პროცესის სრულ მართვას, ინდივიდუალური ავეჯის შექმნასა და ინტერიერის სთაილინგს.

ვმართავთ რენოვაციის პროცესს როგორც საცხოვრებელი სახლების, ასევე კომერციული სივრცეების მიმართულებით — იდეიდან სრულყოფილ შედეგამდე.

ჩვენთან მკაცრი დედლაინები, სისტემური რეპორტინგი და კომპლექსური სერვისი ქმნის მშვიდ, გარანტირებულ და თავდაჯერებულ გამოცდილებას.

მიდგომა

25+

შესრულებული პროექტი

50+

კმაყოფილი კლიენტი
ღირებულებები

პრაგმატიზმი

გონივრული არჩევანი ქაოსურ გარემოში, არაფერი ზედმეტი, ყოველი დეტალი მიზანს ემსახურება. ეს არის ჩვენი შინაგანი სიმშვიდის, წესრიგისა და ძალის საფუძველი.

ავტენტურობა

ეს არის ნამდვილი კავშირი შენს გზასთან, ეს ნიშნავს, იცხოვრო შენი ჭეშმარიტი ბუნებით, არ დაემორჩილო ყალბ ფორმებს და გამოხატო უნიკალური შინაგანი სიღრმე.

სიმტკიცე

შინაგანი სიმშვიდე და წესრიგი ქაოსში, ეს არის სიმტკიცე. სირთულის დროს სიმშვიდის და ფოკუსის შენარჩუნება, სტრატეგიული მოთმინება და გამძლეობა არის ჩვენი ნამდვილი ძალა.

ბედისწერა

ბედისწერა წინასწარ არ არის განსაზღვრული. გვჯერა, რომ ის ყოველდღიური გადაწყვეტილებებით იწერება. არჩევანი, აზრები და მოქმედება გარდაუვლად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს.

დამფუძნებლები
გიორგი დემეტრაშვილი & კახი ლობჟანიძე

გიორგი დემეტრაშვილი და კახი ლობჟანიძე — Confidence-ის დამფუძნებლები. ფინანსური მართვის, მშენებლობის, განათლებისა და გაყიდვების პროფესიონალები მრავალწლიანი გამოცდილებით.

მიზანი: სამშენებლო სფეროში პრაგმატული გადაწყვეტილებებისა და პასუხისმგებლობის კულტურის დამკვიდრება